ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონის „ელჩი“ ვორონეჟს ესტუმრა

2019 / 05 / 24

რუსეთის ფედერაციაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩმა ზნაურ გასიევმა ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევთან თანამშრომლობის პერსპექტივები და სამთავრობათაშორისი შეთანხმების პროექტი განიხილა. შეხვედრა ვორონეჟში გაიმართა.

შეხვედრაზე აგროსამრეწველო კომპლექსისა და ეკონომიკის სხვა დარგების განვითარების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხი განიხილეს. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურის სფეროში თანაშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

Go BackGo Back