ახალი ამბები

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ყოფილი კურატორი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

2019 / 05 / 27

2019 წლის 27 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს ყოფილი უფროსი ოლეგ გოვორუნი „ДОМ.РФ“-ის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. გოვორუნმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპრილში დატოვა. გოვორუნი 2013-2019 წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი იყო.

ახალ სამსახურში გოვორუნის პასუხისმგებლობის სფერო იქნება რეგიონებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, მათ შორის მოტყუებული მენაშენეების პრობლემების გადაწყვეტა. სააქციო საზოგადოება „ДОМ.РФ“ 1997 წელს დაფუძნდა. კომპანიის აქციების 100% სახელმწიფოს ეკუთვნის. სახელმწიფო კომპანია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის: იპოთეკური და იპოთეკური ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, ქალაქებში კომფორტული გარემოს ფორმირება, საცხოვრებელი უძრავი ქონებისა და იპოთეკური ბაზრების კვლევა და სხვ.

2018 წელს სახელმწიფო კომპანიის მოგებამ 19.3 მლრდ რუბლი შეადგინა.

Go BackGo Back