ახალი ამბები

რუსმა მესაზღვრეებმა 101-ე წლისთავი აღნიშნეს

2019 / 05 / 28

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოებისთვის 2019 წელი საზეიმო თარიღებით არის გადატვირთული. სასაზღვრო სამმართველოები წელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საქმიანობის ათი წლისთავს და რუსეთის სასაზღვრო სამსახურის დაარსებიდან 101-ე წლისთავს აღნიშნავენ.

რუსმა მესაზღვრეებმა საიუბილეო თარიღი 28 მაისს ცხინვალის რეგიონშიც აღნიშნეს. წელს აპრილში უკვე აღნიშნეს ცხინვალის რეგიონში რუსეთის სასაზღვრო სამსახურის საქმიანობის ათი წლისთავი. საიუბილეო თარიღი რუს ჯარისკაცებს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმაც მიულოცა.

საიუბილეო დღესთან დაკავშირებთ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმირ კულიშოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურების მიერ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში მხარდაჭერის აღმოჩენის ამოცანა წარმატებით სრულდება.

Go BackGo Back