ახალი ამბები

ბითაროვი ცხინვალს ესტუმრა

2019 / 05 / 29

2019 წლის 29 მაისს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიას მეთაური ვიაჩესლავ ბითაროვი ცხინვალს ესტუმრა. ბითაროვმა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის მიღების 27-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ბითაროვი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტი პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაში ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმაც მიიღო მონაწილეობა.

Go BackGo Back