ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონიდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა

2024 / 01 / 11

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სოციალურ-ეკონომიკური საკითხების კვლევის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჯაბიევის თქმით, 2023 წელს ცხინვალის რეგიონიდან რუსეთში ექსპორტი 43%-ით გაიზარდა.

ჯაბიევი ექსპორტის ზრდას უკავშირებს რუსეთში ოსური ღვინის პოპულარიზებას. რუსეთში ცხინვალის რეგიონის „სავაჭრო წარმომადგენლის“, თეიმურაზ გოგინოვის განცხადებით, დასავლური სანქციების მიზეზით, რუსეთში ღვინის დეფიციტი წარმოიშვა, შედეგად კი ოსური მაღალი ხარისხის ღვინო რუსეთის ბაზარზე მიმზიდველი გახდა.

Go BackGo Back