ახალი ამბები

აფხაზეთი მოსკოვში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე

2024 / 03 / 21

19-21 მარტს მოსკოვში ტურიზმისა და მომსახურების ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენა - МІТТ- 2024 გაიმართა. გამოფენაზე წარდგენილი იყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სტენდიც.

აფხაზური სტენდი გამოფენაზე წარდგენილი იყო გულრიფშში მდებარე შაკურანის მღვიმის სტილში, რითიც აფხაზურ დელეგაციას აფხაზეთის ტურისტული პოტენციალის ჩვენება სურდა. დელეგაციის წევრები იყვნენ დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი, თეიმურაზ ხიშბა და აფხაზური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები. გამოფენა მოინახულა რუსეთში აფხაზეთის „ელჩმა“ ალხას კვიცინიამაც.

ტურისტული გამოფენა რუსეთში უკვე 30 წელია იმართება. მასზე წარმოდგენილნი არიან დელეგაციები რუსეთის 58 რეგიონიდან და 29 სხვადასხვა ქვეყნიდან.

Go BackGo Back