ახალი ამბები

რუსი სენატორები აფხაზურ „არჩევნებს“ დააკვირდებიან

2019 / 08 / 16

2019 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთში დაგეგმილ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებიც დააკვირდებიან. დელეგაციის წევრები იქნებიან: საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფარიტ მუხამეტშინი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიხაილ კოზლოვი, ამავე კომიტეტიდან სენატორი, ყირიმის წარმომადგენელი ოლგა კოვიტიდი, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ალექსეი კონდრატიევი.

არალეგიტიმური არჩევნები მოსკოვში აფხაზეთის ე.წ. საელჩოშიც ჩატარდება, სადაც 1000-მდე ამომრჩეველს ელოდებიან.

 

Go BackGo Back