ახალი ამბები

აფხაზეთში რუსული ენის ონლაინ კურსები დაიწყო

2020 / 04 / 13

აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობამ რუსული ენის კურსები ონლაინ-რეჟიმში დაიწყო.

ონლაინ სწავლება ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით განხორციელდება. მიმდინარე კურსის მსმენელებმა კომპიუტერსა და ტელეფონზე შესაბამისი პროგრამა უნდა დააყენონ და გაკვეთილებზე მოწვევა ელფოსტის საშუალებით უნდა მიიღონ.

Go BackGo Back