ახალი ამბები

ბჟანია და ბიბილოვი მოსკოვში საზეიმო აღლუმს დაესწრნენ

2020 / 06 / 24

2020 წლის 24 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მონაწილეობა მიიღეს მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო აღლუმში. ვიზიტის ფარგლებში ბჟანია და ბიბილოვი კრემლის სასახლეში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც შეხვდნენ.

საზეიმო აღლუმის დასრულების შემდეგ ღონისძიების სტუმრებმა, მათ შორის ბჟანიამ და ბიბილოვმა, ალექსანდროვის ბაღში უცნობი ჯარისკაცის საფლავს მიაგეს პატივი.

საზეიმო ღონისიძება ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო 9 მაისის ნაცვლად 24 ივნისს ჩატარდა.

Go BackGo Back