მთავარი ფიგურები

მიხაილ პეტრაკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მეზობელ სახელმწიფოებთან - დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • პეტრაკოვი დაიბადა 1959 წლის 27 სექტემბერს.
  • 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი.
  • 2018 წლის 3 სექტემბერს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

დიპლომატიური კარიერა

  • პეტრაკოვი გამოცდილი დიპლომატია. იგი 1982 წლიდან დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა.
  • დიპლომატიური კარიერის დასაწყისში, 1982-1986 წლებში, ნიუ-დელიში საბჭოთა კავშირის საელჩოში მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში კანბერაში, ავსტრალიაში, მუშაობდა.
  • 1999-2001 წლებში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის ეუთოს განყოფილების უფროსი იყო.
  • 2001-2003 წლებში ევროკავშირში, ბრიუსელში, რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში უფროსი მრჩეველი იყო.
  • 2003-2006 წლებში ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეა.
  • 2006-2008 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ის ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
  • 2008-2012 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ის ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორი იყო.
  • რუსეთის პრეზიდენტის 2012 წლის 20 თებერვლის ბრძანებით პეტრაკოვი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. იგი პრეზიდენტის ბრძანებით 2012 წლის 2 აპრილიდან რუსეთის ელჩი იყო ლესოთოშიც. პეტრაკოვი ელჩის მოვალეობას 2019 წლის 3 ივლისის ჩათვლით ასრულებდა.
  • 2019-2021 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისული სიტუაციების ცენტრის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
  • 2021 წლის 2 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით პეტრაკოვი დაინიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მეზობელ სახელმწიფოებთან - დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში. პეტრაკოვს ამავე ბრძანებით დაევალა საქართველოსთან და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან „საზღვრების“ დადგენაც. პრეზიდენტის ბრძანებით პეტრაკოვი ასევე იქნება კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელიც. პეტრაკოვმა პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე იგორ ბრატჩიკოვი შეცვალა, რომელიც სლოვაკეთში რუსეთის ელჩად დაინიშნა. ბრატჩიკოვი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა 2012 წლის 25 აგვისტოდან 2021 წლის 2 იანვრამდე.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2023 წლის 26 მაისს სანქტ-პეტერბურგში დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის რიგით მე-6 სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის საერთაშორისო-სამართლებრივი გაფორმების საკითხი განიხილეს. შეხვედრაში პეტრაკოვიც მონაწილეობდა.
  • 2023 წლის 9 ივნისს სოხუმში დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც დე ფაქტო ვიცე-პრემიერი ბესლან ჯოპუა ხელმძღვანელობდა,  რუსეთთან ე.წ. საზღვრის დელიმიტაციის საკითხი განიხილეს. შეხვედრაში პეტრაკოვიც მონაწილეობდა.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2023 წლის 5-9 ივნისის პერიოდში დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის რიგით მე-8 სხდომა გაიმართა. შეხვედრაში პეტრაკოვიც მონაწილეობდა.