ახალი ამბები

არსენ გაგლოევი ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

2018 / 12 / 30

2018 წლის 30 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილედ არსენ გაგლოევი დანიშნა.

გაგლოევი, რომელიც 1979 წელს თბილისშია დაბადებული, 2009-2012 წლებში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო. გაგლოევი 2012 წლიდან მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე „გაზპრომ“-ში მუშაობდა.

Go BackGo Back