ახალი ამბები

კარასინმა ჟენევის დისკუსიების შესახებ ისაუბრა

2019 / 05 / 20

2019 წლის 20 მაისს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების კურატორმა, გრიგორი კარასინმა სატელეფონო საუბარი გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, გაერო-ს წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან. საუბრის დროს მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს დე ფაქტო ადმინისტრაციულ საზღვარზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის მუშაობის შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის, რომელიც ივლისშია დაგეგმილი, მომზადების საკითხზე.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად მიიღეს. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთო-ს, ევროკავშირის და გაერო-ს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები. 

Go BackGo Back