ახალი ამბები

მე-4 სამხედრო ბაზაზე დაარსების 13-წლისთავი აღნიშნეს

2022 / 02 / 01

ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზაზე დაარსების 13-წლისთავს აღნიშნავენ.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბაზის მეთაურის მოვალეობების შემსრულებელმა რაჯაბ ალიევმა (ცნობილია, რომ ბაზის მეთაური რომან ვიაზოვსკი ოჯახთან დაკავშირებული მიზეზების გამო შვებულებაში იმყოფება).

ღონისძიებაზე გამორჩეული სამხედრო მოსამსახურეები დაასაჩუქრეს, სადაზვერვო ბატალიონმა საჩვენებელი წვრთნები გამართა, ასევე მოეწყო სამხედრო ორკესტრის კონცერტი და სპეციალური ექსკურსია სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებლების დათვალიერების მიზნით. გაიმართა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოფენაც.

ღონისძიებას დაესწრნენ ბაზის ხელმძღვანელები, სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები, ვეტერანები, რეგიონის დე ფაქტო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვები.

Go BackGo Back