ახალი ამბები

ცხინვალში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ივარჯიშეს

2022 / 02 / 08

ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ივარჯიშეს. წვრთნა ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა. სამხედრო მოსამსახურეებმა „Гранат-1“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.

საწყის ეტაპზე სამხედროებმა აღმოაჩინეს პირობითი მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკის ადგილმდებარეობა, კოორდინატები კი სამეთაურო პუნქტს გადასცეს. სამიზნეების განადგურებისთვის გამოიყენეს „Гвоздика“-ს ტიპის 122 მმ.-იანი თვითმავალი ჰაუბიცები და „Град“-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.

„Гранат-1“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებს რუსეთის ფედერაცია აწარმოებს. აღნიშნულ აპარატებს კომპაქტური კონსტრუქცია აქვს, მარტივია მათი გამოყენება და ტრანსპორტირება. ისინი, ძირითადად, გამოიყენება ტერიტორიის დაზვერვისთვის, თვალთვალისა და პატრულირებისთვის და სხვ.

Go BackGo Back