ახალი ამბები

აფხაზეთში რუსი მხატვრის გამოფენა გაიმართა

2022 / 07 / 08

6 ივლისს ქ. სოხუმში, მხატვართა კავშირის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში რუსი ფოტოგრაფის, მოგზაურისა და საზოგადო მოღვაწის, იდა ტაუბეს გამოფენა გაიმართა. ის 20 წლის განმავლობაში კამჩატკაზე ცხოვრობდა.

ექსპოზიცია 48 ნამუშევარს მოიცავდა და ჩუკოტკის მკაცრ კლიმატს, მის მაცხოვრებელთა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ტრადიციებს ასახავდა. გამოფენა 10 ივლისს დასრულდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის „მინისტრი“ დაურ კოვე, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დმიტრი ფედოტოვი და სხვები. 

Go BackGo Back