ახალი ამბები

არძინბამ რუსეთის ახალი „ელჩი“ მიიღო

2022 / 07 / 13

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ახლად დანიშნული ელჩი მიხაილ შურგალინი მიიღო. შურგალინმა არძინბას რწმუნებათა სიგელი გადასცა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.

შურგალინი „ელჩის“ თანამდებობაზე 31 მაისს დაინიშნა. იგი „ელჩად“ დანიშვნამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო და კარგად ერკვევა კავკასიურ ამბებში.

Go BackGo Back