მთავარი ფიგურები

მიხაილ შურგალინი

რუსეთის ფედერაციის „ელჩი“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • მიხაილ შურგალინი დაიბადა 1957 წლის 6 იანვარს.
  • 1979 წელს დაამთავრა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი.
  • 2014 წლის 4 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის მე-2 კლასის რანგი. 
  • ინგლისურის გარდა საუბრობს სუაჰილის ენაზე.

დიპლომატიური კარიერა

  • დიპლომატიურ სამსახურშია 1979 წლიდან. კარიერის განმავლობაში მუშაობდა, როგორც სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ასევე უცხოეთში.
  • 1979-1983 წლებში ავსტრალიაში საბჭოთა კავშირის საელჩოში მუშაობდა.
  • 1987-1990 წლებში ტანზანიაში საბჭოთა კავშირის საელჩოში მუშაობდა.
  • 1996-2000 წლებში აშშ-ში რუსეთის საელჩოში მუშაობდა.
  • 2003-2006 წლებში ბრიუსელში, ნატოში, რუსეთის წარმომადგენლობაში მუშაობდა.
  • 2006-2011 წლებში სამინისტროში ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების დეპარტამენტში განყოფილების უფროსი იყო.
  • 2011-2021 წლებში სამინისტროში დსთ-ის ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. დეპარტამენტის პასუხისმგებლობის სფეროა აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, 2008 წლიდან კი - საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც.
  • 2021 წლის დეკემბრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო.
  • 2022 წლის 31 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, შურგალინი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის „ელჩად“ დაინიშნა. „რწმუნებათა სიგელი“ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს 2022 წლის 21 ივლისს გადასცა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2016 წლის 2 ნოემბერს მოსკოვში ვიზიტით ჩასულ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს პირველად შურგალინი შეხვდა. კოვემ ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართა შეხვედრა.
  • 2018 წლის 5 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც  კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს რუსეთის დიპლომატიის აკადემიაში გადიოდნენ, შურგალინს შეხვდნენ. შეხვედრას რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი იგორ ახბაც ესწრებოდა
  • 2018 წლის 25 სექტემბერს რუსეთის ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო მოსკოვში აფხაზეთის ახლად დანიშნულ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ვალერი ბგანბას შეხვდა. შეხვედრაში შურგალინიც მონაწილეობდა. შეხვედრის მონაწილეებმა სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, კერძოდ 2017-2019 წლების აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი. 
  • 2021 წლის 20 დეკემბერს ქ. სოჭში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევს და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შეხვდა. შეხვედრას შურგალინიც ესწრებოდა.
  • 2022 წლის 13 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ შურგალინი მიიღო. შურგალინმა არძინბას რწმუნებათა სიგელი გადასცა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.
  • 2022 წლის 21 ივლისს  შურგალინმა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას რწმუნებათა სიგელი გადასცა. საზეიმო ღონისძიება „პრეზიდენტის“ რეზიდენციაში გაიმართა.
  • 2022 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, შურგალინმა ინტერვიუ მისცა „РИА Новости“-ს.
  • 2022 წლის 3 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია შურგალინს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სამომავლო ინიციატივებსა და ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
  • 2022 წლის 14 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შეხვედრა გამართა რუსეთის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, რუსეთის მწიგნობართა კავშირის ამჟამინდელ პრეზიდენტთან - სერგეი სტეპაშინთან. შეხვედრისას განიხილებოდა „მხარეთა“ შორის არსებული ჰუმანიტარული ურთიერთთანამშრომლობა და ამ ურთიერთობის განვითარების საშუალებები. შეხვედრას ესწრებოდა შურგალინიც.
  • 2022 წლის 14 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია შურგალინს შეხვდა. შეხვედრისას განიხილებოდა ორ „სახელმწიფოს“ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობა და სამხედრო სფეროში სპეციალურ სამსახურთა კოორდინირებული მუშაობა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა - ივან გრებენკინმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა - ანდრეი კუდიმოვმა.
  • 2023 წლის 20 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია  შურგალინს შეხვდა. შეხვედრაზე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, გამოწვევები და თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა „საელჩოს“ მრჩეველი დესპანი, მაქსიმ ლიტვინოვი.
  • 2023 წლის 3 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შეხვდა. ბჟანია-ლავროვის შეხვედრის შემდეგ ლავროვმა და არძინბამ ხელი მოაწერეს „2024-2025 წლებში დიპლომატიურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმას“. შეხვედრაში რუსეთის მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის უფროსი დენის გონჩარი, მისი მოადგილე ალექსეი სინეგუბოვი და შურგალინი.
  • 2024 წლის 13 ივნისს, სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს, დიმიტრი ვოლვაჩს შეხვდა, რომელიც ოკუპირებული რეგიონების კურატორია. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აფხაზურ-რუსული სამთავრობათაშორისი კომისიის წევრები და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ჯანდაცვის, შრომისა და განათლების სამინისტროებიდან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შურგალინი და აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი ზალინა კობესოვაც. შეხვედრაზე განიხილეს ერთიანი სოციალურ-ეკონომიური სივრცის ფორმირების პროგრამისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობისა და ენერგეტიკის საკითხები.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2015 წლის 30 ივნისს შურგალინმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ კანონის ხელმოწერის საკითხზე. შურგალინის შეფასებით, „დოკუმენტი ხელს უწყობს რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის გაფართოებას. აღნიშნული ბაზა უკვე მოიცავს 83 ორმხრივ დოკუმენტს და ეყრდნობა ე.წ. დიდ შეთანხმებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ, რომელსაც ხელი 2008 წლის 17 სექტემბერს მოეწერა“. შურგალინის შეფასებით, „შეთანხმება ხელს შეუწყობს  სამხრეთ ოსეთის თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, მისი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას, საიმედო უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის უზრუნველყოფას“.
  • 2015 წლის 1 ოქტომბერს რუსეთში აფხაზეთის „საელჩოში“ „აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებას შურგალინიც დაესწრო, რომელიც დიპლომატიური მიღების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა
  • 2015 წლის 19 ოქტომბერს რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩი ზნაურ გასიევი დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორს, ალექსეი პავლოვსკის, შურგალინს და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ განყოფილების უფროსს ანდრეი სტარკოვს შეხვდა
  • 2015 წლის 12 ნოემბერს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის ხელმძღვანელები მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო „საელჩოს“ ესტუმრნენ. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩი ზნაურ გასიევი დეპარტამენტის დირექტორს, ალექსეი პავლოვსკის, შურგალინს, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ განყოფილების უფროსს ანდრეი სტარკოვს და დირექტორის თანაშემწეს პოლინა ხორევას შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს
  • 2021 წლის 20 დეკემბერს ქ. სოჭში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევს და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შეხვდა. შეხვედრას შურგალინიც ესწრებოდა.