ახალი ამბები

მოსკოვში რუსულ-აფხაზური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2022 / 08 / 03

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა 2 აგვისტოს, ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის განხორციელების საკითხზე შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას აფხაზეთის მხრიდან „ვიცე-პრემიერი“ და ე.წ. ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი  და დე ფაქტო მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი და იუსტიციის, ფინანსთა და ენერგეტიკის, შრომის, განათლების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ფედერალური საგადასახადო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მიზნად ისახავს ზემოაღნიშნულ სფეროებში მხარეების მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის სამართლებრივი დაბრკოლებების მოხსნას. აღნიშნული პროგრამა მხარეებმა 2022 წლის 12 ნოემბერს დაამტკიცეს. იგი 2021-2023 წლებში განხორციელებულ აქტივობებს მოიცავს და ვრცლდება მოქალაქეობის, საგადასახადო და საბაჟო რეგულირების საკითხებსა და ინვესტიციის სფეროებზე.

Go BackGo Back