ახალი ამბები

ასლან ბჟანია რუსეთის „ელჩს“ შეხვდა

2022 / 10 / 17

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში რუსეთის „ელჩს“ - მიხაილ შურგალინს შეხვდა. შეხვედრისას განიხილებოდა ორ „სახელმწიფოს“ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობა და სამხედრო სფეროში სპეციალურ სამსახურთა კოორდინირებული მუშაობა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ, ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ ანუამ, ე.წ. აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარემ რობერტ კიუტმა, მისმა მოადგილემ - ტიმურ ახიბამ, რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა - ივან გრებენკინმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა - ანდრეი კუდიმოვმა.

Go BackGo Back