ახალი ამბები

ახსარ ჯიოევი მიხაილ გალუზინს შეხვდა

2024 / 03 / 22

21 მარტს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ახსარ ჯიოევი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილებოდა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო კავშირების გაზრდის საკითხი და რეგიონსა და რუსეთს შორის „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ შეთანხმების დეტალები. ამასთან,  მხარეებმა განიხილეს რიგი საკითხები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შემდეგი რაუნდისათვის, რომელიც შვეიცარიაში აპრილის დასაწყისში გაიმართება. 

Go BackGo Back