მთავარი ფიგურები

ალექსეი სუხოვი

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • ალექსეი სუხოვი დაიბადა 1962 წლის 20 ივნისს ქ. ჩელიაბინსკში, რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1979-1983 წლებში ჩელიაბინსკის უმაღლესი სატანკო სამეთაურო სასწავლებელის კურსანტი იყო.
  • 1991 წელს დაამთავრა სამხედრო-დიპლომატიური აკადემია.
  • 2002 წელს დაამთავრა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია.
  • 2012 წელს მიანიჭეს მე-2 კლასის რუსეთის ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის რანგი.
  • სუხოვი არის თადარიგის გენერალ-მაიორი, თადარიგის პოლიციის გენერალ-მაიორი.

სამხედრო კარიერა

  • 1979-2010 წლებში მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში.
  • 1983-1987 წლებში ბელარუსის სამხედრო ოლქში სატანკო ოცეულისა და ასეულის მეთაური იყო.
  • 1991-1992 წლებში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ოფიცერი იყო.
  • 1992-1995 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საელჩოში სამხედრო ატაშეს თანაშემწე იყო.
  • 1995-1997 წლებში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ჯგუფის უფროსი, უფროსი ოფიცერი იყო.
  • 1997-2000 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საელჩოში სამხედრო ატაშეს უფროსი თანაშემწე იყო.
  • 2002-2004 წლებში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოში სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
  • 2004-2008 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში თავდაცვის საკითხებში ატაშე იყო.
  • 2008-2009 წლებში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოში სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
  • 2009-2010 წლებში თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარ სამმართველოში სამმათველოს უფროსი იყო.

პროფესიული კარიერა

  • 2010-2011 წლებში ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის ფედერალური სამსახურის დირექტორის რეფერენტი იყო.
  • 2011—2012 წლებში ენერგეტიკის სამინისტროში საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
  • 2012-2018 წლებში ვოლგისპირეთის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილე იყო და შიდა პოლიტიკას  და ძალოვანებს კურირებდა. ამ პერიოდში ოლქში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი მიხაილ ბაბიჩი იყო. თანამდებობიდან მისი განთავისუფლების დღეს ულიანოვსკში დააკავეს მისი უფროსი ძმა ვლადიმირ სუხოვი, რომელიც „ულიანოვსკგოსექსპერტიზის“ დირექტორი იყო. ძმას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობას ედავებოდნენ.
  • 2018-2019 წლებში ბელარუსში მიხაილ ბაბიჩის ელჩობის პერიოდში რუსეთის საელჩოს მრჩეველ-დესპანი იყო.
  • 2019-2020 წლებში ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანაშემწე იყო. ამავე პერიოდში, 2019 წლის ივნისში, მიხაილ ბაბიჩი ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
  • 2020 წლის აპრილში ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
  • 2020 წლის 18 სექტემბერს სუხოვი დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ვიტალი გუდინმა შეცვალა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2020 წლის 28 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზურ-რუსულ სამუშაო ჯგუფს შეხვდა, რომლის ხელმძღვანელიც სუხოვი იყო. სამუშაო ჯგუფის ვიზიტის მიზანი იყო აფხაზეთის ფინანსური მდგომარეობისა და რუსული ფინანსური დახმარების მიზნობრივი გამოყენების შეფასება. სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ხაზინის, ცენტრალური ბანკის, „როსრეესტრის“ წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფმა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მშენებარე ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები დაათვალიერა.