მთავარი ფიგურები

სტეპან დროზდოვი

ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი (ყოფილი)

პროფესიული კარიერა

  • სტეპან დროზდოვი ცხინვალის რეგიონში დანიშვნამდე ჩუკოტკის ავტონომიურ ოლქში უშიშროების ფედერალური სამსახურის სამმართველოს უფროსი იყო.
  • 2016 წლიდან დროზდოვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი და ცხინვალის რეგიონში რუსეთის დე ფაქტო საელჩოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მრჩეველია.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2016 წლის  18 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნები ცხინვალის რეგიონშიც ჩატარდა. ცხინვალის რეგიონში ხმის მისაცემად 12 უბანი გაიხსნა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დროზდოვი იყო.
  • 2020 წლის 31 იანვარს ცხინვალის რეგიონის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კოლეგიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და დროზდოვმა. სხდომაზე კომიტეტის 2019 წლის ანგარიში კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარემ ოლეგ შირინმა წარადგინა.