მთავარი ფიგურები

სერგეი გოლენკოვი

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • სერგეი გოლენკოვი აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მრჩეველია. მან 2021 წელს ამ პოსტზე სტანისლავ აფსავა შეცვალა.
  • გოლენკოვს პოლიციის პოლკოვნიკის წოდება აქვს.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2021 წლის 10 ივნისს რუსეთის ფედერაციის ყარაჩაეთ-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს საზღვრისპირა რეგიონების შინაგან საქმეთა ორგანოებისა და აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროს კომიტეტის სხდომა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო თანამშრომლობის საკითხების განხილვა. შეხვედრაში გოლენკოვიც მონაწილეობდა.
  • 2011 წლის 17 ნოემბერს სოხუმში მრგვალი მაგიდა - „უთხარი ნარკოტიკებს - არა!“ ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო კულტურის ფონდი „სამართლიანობა. კეთილდღეობა. განვითარება“, მხარდამჭერი - აფხაზეთის „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა. მრგვალი მაგიდის ფორმატში აფხაზეთში ნარკომანიის პრობლემა განიხილეს. გოლენკოვმა რუსეთში ნარკოტიკებთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა.
  • 2023 წლის 12 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა რობერტ კიუტმა რუსეთის შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს დელეგაციას უმასპინძლა. რუსეთის დელეგაციას სამმართველოს უფროსის მოადგილე გენერალ-მაიორი ანდრეი შჩუროვი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაში გოლენკოვიც მონაწილეობდა.
  • 2023 წლის 20 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა რობერტ კიუტმა რუსეთის შს სამინისტროს დელეგაცია მიიღო. რუსეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანი იყო დე ფაქტო სამინისტროსთვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევა. შეხვედრაში გოლენკოვიც მონაწილეობდა.

  • 2024 წლის 9 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი რობერტ კიუტი რუსეთის შს სამინისტროს დელეგაციას სოხუმში შეხვდა. შეხვედრაში გოლენკოვიც მონაწილეობდა.

  • 2024 წლის 11 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროში რუსეთის შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ცენტრის უფროსთან, ვადიმ კაზმინთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში გოლენკოვიც მონაწილეობდა.