მთავარი ფიგურები

იური ლუშნიკოვი

ცხინვალის რეგიონში რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელი (ყოფილი)

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • ლუშნიკოვი დაიბადა 1968 წლის 12 მაისს ქ. გორკში (1990 წლიდან ქალაქს ნიჟნი-ნოვგოროდი ეწოდება), რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1998 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ღია უნივერსიტეტი იურისპრუდენციის სპეციალობით.

პროფესიული კარიერა

  • ლუშნიკოვმა საბაჟო სამსახურში კარიერა 1992 წლის აგვისტოში დაიწყო. ვოლგისპირეთის საბაჟო სამმართველოს ნიჟეგოროდის ოლქის საბაჟოში ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, რეგიონულ დონეზე, ყველა კარიერული საფეხური გაიარა.
  • 2006 წელს ვოლგისპირეთის საბაჟო სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
  • 2010 წლის აპრილიდან 2013 წლის ივნისამდე ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის პირველი წარმომადგენელი იყო. ცხინვალის რეგიონში საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობა 2011 წლის იანვარში დაფუძნდა. ამ საკითხზე 2011 წლის 26 იანვარს ლუშნიკოვმა ცხინვალში პრეს-კონფერენციაც ჩაატარა. მანამდე, 2010 წლის დეკემბერში რუსეთსა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის საბაჟო საქმეში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების „სახელმწიფოთაშორისო“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
  • 2014 წლის 4 მარტს ლუშნიკოვი ნიჟეგოროდის ოლქის საბაჟოს უფროსად, 2021 წლის 6 აგვისტოს კი, ნოვოროსიისკის საბაჟოს უფროსად დაინიშნა. ამ დროისთვის ლუშნიკოვი უკვე საბაჟო სამსახურის გენერალ-მაიორია.