ახალი ამბები

არძინბასა და პრიმაკოვის შეხვედრა

2023 / 02 / 27

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა შეხვდა დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) თავმჯდომარეს, ევგენი პრიმაკოვს.

შეხვედრაზე საერთო პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. არძინბამ აღნიშნა „რუსული სახლის“ მოღვაწეობის მნიშვნელობა დე ფაქტო რესპუბლიკისათვის მაღალკვალიფიციური კადრების გადამზადების პროცესში. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს მოსკოვში დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის დაარსების შესახებ.

Go BackGo Back