ახალი ამბები

ალექსანდრე ანქვაბის შეხვედრა „ТАСС“ - ის გენერალურ დირექტორთან

2023 / 11 / 27

24 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი ჟურნალისტური კონკურსის „ხედვა 2023“ ფარგლებში შეხვდა რუსული საინფორმაციო სააგენტოს - „ТАСС“ გენერალურ დირექტორს, ანდრეი კონდრაშოვს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩი, მიხაილ შურგალინი და აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დმიტრი ფედოტოვი.

შეხვედრაზე განიხილეს საინფორმაციო არხებს შორის თანამშრომლობისა და აფხაზი ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხები.

კონკურსი - „ხედვა“ უკვე მეორე წელია ტარდება აფხაზეთში, წელს კი ის მიეძღვნა „ТАСС“ - ის ფოტოკორესპონდენტის, ანდრეი სოლოვიოვის ხსოვნას. სოლოვიოვი 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმში დაიღუპა. რუსულ-აფხაზური წყაროების მიხედვით, სოლოვიოვი „ქართველი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა“. იგი ИТАР-ТАСС-ის თანამშრომელი იყო და 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ არაერთი ფოტო აქვს გადაღებული.

Go BackGo Back