31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. ბოლო კონცეფცია 2016 წელს მიიღეს. კონცეფციაში პრიორიტეტული მიმართულებაა მოკავშირეების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს. შეხვედრაზე მხარეებმა მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
მოსკოვში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანს, სერგეი შამბასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვიქტორ შარგაევს შორის.
ავტორი: ბექა ირომაშვილი