ახალი ამბები

Tag: სერგეი ჩებოტარევი

დაბრუნება სრულ სიაზე
ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი: ქართველებს შორის ბევრი კარგი და საიმედო მეგობარი მყავს

რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასმა“ ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის სერგეი ჩებოტარევის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მინისტრმა საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც ისაუბრა. ამ ეტაპზე ჩებოტარევი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის მთავრობაში ყველაზე გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია. იგი წლების განმავლობაში უშუალოდ მონაწილეობდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში.

ვრცლადვრცლად
სერგეი ჩებოტარევმა აფხაზეთში საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი განიხილა

2019 წლის 21 თებერვალს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროში, მინისტრი სერგეი ჩებოტარევი (სერგეი ჩებოტარევის შესახებ დეტალურად იხ. აქ) აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, ვალერი ბგანბას შეხვდა. შეხვედრაში ჩებოტარევის მოადგილე იგორ კოშინი და რუსეთში აფხაზეთის  „ელჩი“ იგორ ახბაც მონაწილეობდნენ.

ვრცლადვრცლად
მოსკოვში რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-17 შეხვედრა გაიმართა

2018 წლის 25 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის რიგით მე-17 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის  თანათავმჯდომარეები იყვნენ, რუსეთის მხრიდან ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო, აფხაზეთის მხრიდან, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარევიც. შეხვედრის დროს 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამების მიმდინარეობის საკითხი და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მუტკოს განცხადებით, სამთავრობათაშორისო კომისიის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იქნება იმ ინვესტორების დახმარება, რომლებსაც აფხაზეთში პროექტების განხორციელება სურთ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში 26 პირი იქნება, 13-13 რუსული და აფხაზური მხრიდან. რუსეთის მხრიდან სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი. კომისიის შეხვედრის დასასრულს მუტკომ და ბგანბამ შესაბამის პროტოკოლს მოაწერეს ხელი.

ვრცლადვრცლად