ახალი ამბები

ბჟანია რუსეთში ჩავიდა

2021 / 03 / 03

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების მიზნით რუსეთში ჩავიდა. ის 7 მარტს დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, 2019 წელს ბჟანია მოწამლეს, არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნებიდან მისი ჩამოშორების მიზნით. ბჟანია სიკვდილს გადაურჩა, თუმცა მას პერიოდულად სამედიცინო შემოწმება ესაჭიროება. ბჟანიამ ორი თვის წინათ კორონავირუსის ინფექციაც გადაიტანა.

Go BackGo Back