გამოვიდა „რონდელის ფონდის“ ახალი პუბლიკაცია, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში 2024 წლის მთავარ მოვლენებს მიმოიხილავს.
ოკუპირებულ აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობამ გალში, N1 საშუალო სკოლის ბაზაზე, რესურს-ცენტრი გახსნა.
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი 2025 წლისთვის რუსეთიდან აფხაზეთში ნავთობპროდუქტების უბაჟო ექსპორტის რაოდენობაზე შეთანხმდნენ. რუსეთის მხრიდან შეთანხმებას 25 დეკემბერს ხელი მოაწერეს ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროს, ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან კი, დე ფაქტო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
3 დეკემბერს რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ალექსანდრ კურენკოვი მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრს, იბრაგიმ გასეევს შეხვდა.