ახალი ამბები

აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ შტაბს 15 ორგანიზაცია შეუერთდა

2021 / 03 / 03

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ საზოგადოებრივ შტაბს, საერთო ჯამში, 15 ორგანიზაცია შეუერთდა.

შტაბს შეუერთდნენ სომხური და ბერძნული თემები აფხაზეთში, „Горец“-ის ბატალიონის ვეტერანთა კავშირის ფონდი და სხვები. შტაბს მხარდაჭერა გამოუცხადა აფხაზეთის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ, სამეცნიერო-კულტურული ცენტრის ხელმძღვანელმა, ავღანეთის ვეტერანთა აფხაზური კავშირის თავმჯდომარემ და სხვებმა.

შტაბი მიმდინარე წლის 1 თებერვალს შეიქმნა. მისი მიზანია პუტინის მხარდამჭერთა გაერთიანება და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, რომლებიც ემსახურება სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის.

Go BackGo Back