ახალი ამბები

პუტინის მხარდამჭერ შტაბს აფხაზეთში პოლიტიკური პარტია შეუერთდა

2021 / 03 / 10

რესპუბლიკური პოლიტიკური პარტია „აკზაარას“ თავმჯდომარე ლეონიდ ძაპშბამ პარტიის სახელით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერისთვის შექმნილ სახალხო შტაბს მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის შავი ზღვის კაზაკთა არმიისა და აფხაზეთში რუსული თემის ოფისში პუტინის მხარდამჭერი სახალხო შტაბი 2021 წლის 1 თებერვალს გაიხსნა. მასთან თანამშრომლობის მზაობა უკვე 16-მა ორგანიზაციამ გამოთქვა.

Go BackGo Back