ახალი ამბები

რუსეთი და აფხაზეთი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების პროექტს მოამზადებენ

2018 / 12 / 26

2018 წლის 25 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის რიგით მე-17 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამების მიმდინარეობის საკითხი და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრის შედეგების საფუძველზე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა და რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო 2020-2022 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების პროექტს 2019 წლის 15 თებერვლამდე შეიმუშავებენ.

2008 წლის შემდეგ, 10 წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ აფხაზეთის ფინანსურმა დახმარებამ 40 მლრდ რუბლი შეადგინა. შემდეგი მე-18 სამთავრობათაშორისო კომისიის შეხვედრა 2019 წლის პირველ კვარტალში სოხუმში გაიმართება.

Go BackGo Back