ახალი ამბები

ასლან ბჟანია დიმიტრი კოზაკს შეხვდა

2021 / 10 / 26

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, მისი „ადმინისტრაციის“ უფროსის მოადგილე - ვალერი პაპბასა და დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანთან ერთად, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდა. კოზაკი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.

შეხვედრაზე აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობისა და მათ შორის, 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში 8-16 ოქტომბრის პერიოდშიც იმყოფებოდა, სადაც განხილვის მთავარი თემა რუსეთის 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამა იყო.

Go BackGo Back