ახალი ამბები

აფხაზეთის ჯანდაცვის „მინისტრი“ სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება

2021 / 11 / 29

აფხაზეთის ჯანდაცვის „მინისტრის“ ედუარდ ბუტბას სამუშაო ვიზიტი მოსკოვში გრძელდება. 27 ნოემბერს ის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელობას შეხვდა.

ექიმებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის მხარდაჭერას სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მათი თქმით, აფხაზი ექიმები რუსეთში, ბლოხინის სახელობის ონკოლოგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლასაც შეძლებენ.

Go BackGo Back