ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში „ევრაზიის ხალხების ასამბლეის“ წარმომადგენლობა გაიხსნება

2022 / 01 / 27

24 იანვარს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ქ. მოსკოვში „ევრაზიის ხალხების ასამბლეის“ გენერალურ მდივანს - ანდრეი ბელიანინოვს შეხვდა. შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ცხინვალის რეგიონში „ევრაზიის ხალხების ასამბლეის“ წარმომადგენლობა გაიხსნება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში.

საგარეო საქმეთა „სამინისტროში“ აღნიშნეს, რომ შეთანხმების ხელმოწერა ევრაზიის კონტინენტზე ინტეგრაციის მზარდ მნიშვნელობას უკავშირდება. შეთანხმება, თავის მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე ჰუმანიტარული და საქმიანი თანამშრომლობის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

Go BackGo Back