ახალი ამბები

ბიბილოვმა და კოშინმა საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი განიხილეს

2019 / 05 / 23

2019 წლის 23 მაისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინთან შეხვედრაზე განიხილა. კოშინი, რომელიც სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია, ცხინვალში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ბიბილოვის განცხადებით, სამუშაოები ზოგიერთ ობიექტზე წინსწრებად მიმდინარეობს, ზოგიერთზე - დაგვიანებით. შეხვედრაზე 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის მომზადების საკითხიც განიხილეს. ბიბილოვის განცხადებით, უკვე დაიწყეს იმ ობიექტების პროექტების მომზადებაც, რომლებიც 2020 წლის პროგრამაში შევა. კოშინის განცხადებით, საინვესტიციო პროგრამა 2018 წლისთვის პრაქტიკულად 100%-ით შესრულდა, რაც პირველი შემთხვევა იყო. კოშინმა დადებითად შეაფასა დაგეგმილი პროექტების ვადებში განხორციელების ფაქტი.

Go BackGo Back