ახალი ამბები

ბჟანიას შეხვედრა ნურგალიევთან

2023 / 02 / 19

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. ნურგალიევი საბჭოში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

ბჟანიას წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები უსაფრთხოების ჭრილში. ბჟანია 14 თებერვლიდან მოსკოვში იმყოფება. გარდა ამისა, დაგეგმილია აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის შეხვედრები რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებთანაც. 

Go BackGo Back