ახალი ამბები

აფხაზეთისა და რუსეთის კულტურის სამინისტროების შეთანხმება

2023 / 05 / 29

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის კულტურის სამინისტროებმა ხელი მოაწერეს 2023-25 წლების თანამშრომლობის პროგრამას.

პროგრამის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ხელოვანთა პირდაპირი კონტაქტების განვითარებას. ასევე, ერთმანეთთან ითანამშრომლებენ თეატრები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები და ხელი შეეწყობა კინემატოგრაფიული სფეროს განვითარებას. გარდა ამისა, ყურადღება დაეთმობა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასაც.

დოკუმენტს ხელი მოაწერა დე ფაქტო კულტურის მინისტრმა, დაურ კოვემ და რუსეთის კულტურის მინისტრის მოადგილემ, ანდრეი მალიშევმა.

Go BackGo Back