ახალი ამბები

მემორანდუმი „რუსულ საექსპორტო ცენტრთან“

2023 / 05 / 31

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალან გაგლოევი სააქციო საზოგადოება - „რუსული საექსპორტო ცენტრის“ გენერალურ დირექტორს, ვერონიკა ნიკიშინას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში „ცენტრმა“ და დე ფაქტო რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ნიკიშინამ აღნიშნა, რომ აღნიშნული მემორანდუმი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

„რუსული საექსპორტო ცენტრი“ მხარს უჭერს რუსეთიდან დე ფაქტო რეგიონში პროდუქტების ექსპორტს. 2022 წლის განმავლობაში, ცენტრმა 20.6 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პროდუქტის ექსპორტს შეუწყო ხელი, რაც 2021 წელთან შედარებით, 40%-იანი ზრდაა.

Go BackGo Back