ახალი ამბები

აფხაზეთისა და რუსეთის სახალხო დამცველების შეთანხმება

2023 / 07 / 17

რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველებმა, ტატიანა მოსკალკოვამ და ანას ქიშმარიამ, ურთიერთგაგების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხში, დაიცავენ როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად რუს მაცხოვრებელთა უფლებებს, ასევე რუსეთში მცხოვრებ დე ფაქტო რესპუბლიკის „მოქალაქეებს“ და, კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავენ მათ საჩივრებს.

გარდა ამისა, მოსკალკოვა და ქიშმარია პერიოდულად გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრები ადამიანებისთვის კი გამართავენ ერთობლივ ღონისძიებებს, ტრენინგებს, სემინარებსა და კონფერენციებს.

Go BackGo Back