ახალი ამბები

ასლან ბჟანიას შეხვედრა იანა ლანტრატოვასთან

2023 / 08 / 04

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთის დუმის დეპუტატს, იანა ლანტრატოვას შეხვდა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ოჯახთან ერთად ისვენებს.

ლანტრატოვამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზ ახალგაზრდებთან შეხვედრას აპირებს, რასაც ბჟანიამ მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ „ახალგაზრდების სწორ კალაპოტში მოქცევა უზრუნველყოფს სახელმწიფოს სტაბილურობას“.

ლანტრატოვა რუსეთის ადამიანთა უფლებების საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი და რუსეთის სახელმწიფო დუმის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

Go BackGo Back