ახალი ამბები

ასლან ბჟანია რაშიდ ნურგალიევს შეხვდა

2023 / 11 / 14

9 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. ნურგალიევი უშიშროების საბჭოში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

შეხვედრაზე განხილული იყო რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი. ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტით 7 ნოემბერს გაემგზავრა. 

Go BackGo Back