ახალი ამბები

ვიაჩესლავ ვოლოდინის შეხვედრა „პარლამენტების თავმჯდომარეებთან“

2023 / 12 / 19

18 დეკემბერს რუსეთის დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი ბელარუსის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს წარმოადგენდა „თავმჯდომარე“ ლაშა აშუბა, ცხინვალის რეგიონისას კი - ალან ალბოროვი. შეხვედრაზე  „საპარლამენტთაშორისო“ თანამშრომლობისა და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები განიხილეს.

ამ შეხვედრამდე, 12 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დელეგაციამ ვოლოდინის მოწვევით მოსკოვში მონაწილეობა მიიღო რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაშიც - „პოლიტიკური პარტიების ბლოკებისა და ფრაქციების ურთიერთქმედების როლი დსთ-ს ქვეყნების საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაში“.

Go BackGo Back