ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრა

2024 / 01 / 20

19 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, ედუარდ ბუთბა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრს, მიხაილ მურაშკოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა „უწყებებს“ შორის თანამშრომლობის მიმდინარეობა და 2024 წლის საკურორტო სეზონისთვის მზადების პროცესი განიხილეს.

ასევე, განიხილებოდა დე ფაქტო რესპუბლიკის „მოქალაქეების“ რუსეთში მკურნალობისა და სამედიცინო პერსონალის გადამზადების შესაძლებლობები. მურაშკოს განცხადებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების ფარგლებში, 2024 წელს არაერთი ღონისძიება არის დაგეგმილი. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ლიუდმილა ლეტნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთში სამედიცინო სპეციალობის შესწავლის კურსზე აფხაზეთის 144 „მოქალაქე“, ორდინატურის პროგრამაზე კი, 35 სტუდენტი სწავლობს. ლეტნიკოვას თქმით, რუსეთის მთავრობა მზად არის უფრო მეტ ახალგაზრდას შეუწყოს სწავლაში ხელი.

ბუთბამ მადლობა გადაუხადა რუს „კოლეგებს“ გაწეული სამუშაოსთვის და Covid-19 - ის პანდემიის დროს მხარდაჭერისთვის, რა დროსაც რუსეთის მთავრობა აფხაზეთში რუს მედიკოსებს აგზავნიდა. 

Go BackGo Back