ახალი ამბები

შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან

2024 / 03 / 06

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის დელეგაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის სამუშაო ჯგუფს შორის ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ სამუშაო შეხვედრა შედგა.

აფხაზური დელეგაციის წევრები იყვნენ დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ე.წ. მინისტრი, ჯანსუღ ნანბა და ე.წ. პარლამენტის დეპუტატები. შეხვედრაზე განიხილებოდა საკითხის მოგვარების მნიშვნელოვანი პრიორიტეტები და შემდეგი შეხვედრის დეტალები, რომელიც უკვე დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შედგება.

Go BackGo Back