ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ეწვია

2024 / 03 / 22

21 მარტს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს სამუშაო ვიზიტით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ეწვია. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში შედგა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო რეგიონში დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ფუნქცნიორებას, შეხვედრის სხვა დეტალები კი არ გავრცელებულა. ე.წ. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც.

Go BackGo Back