ახალი ამბები

ხაჯიმბა ადიღეს რესპუბლიკას ესტუმრა

2019 / 11 / 08

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველი ვიზიტით ადიღეს რესპუბლიკას ესტუმრა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ხაჯიმბა რესპუბლიკის მეთაურს, მურატ კუმპილოვს შეხვდა და ადიღეს პირველი პრეზიდენტის, ასლან ჯამიროვის 80-წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში  მიიღო მონაწილეობა.

ეს ხაჯიმბას მესამე ვიზიტი იყო ადიღეაში, მანამდე იგი რესპუბლიკას 2015 და 2017 წლებში ეწვია. ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებიდან ხაჯიმბა ორ-ორჯერ იმყოფებოდა ყარაჩაეთ-ჩერქეზეთში (2015 და 2016 წლები) და ყაბარდო-ბალყარეთში (2016 და 2017 წლები). ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას, ერთხელ, 2017 წელს ესტუმრა.

Go BackGo Back