ახალი ამბები

აფხაზეთის 2020 წლის ბიუჯეტის დიდ ნაწილს რუსეთი დააფინანსებს

2019 / 11 / 21

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „აფხაზეთის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“.

2020 წლის კონსოლიდირებული ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებია:

  • შემოსავლები - 10 262 013,7 ათასი რუბლი
  • გასავალი - 10 515 690,7 ათასი რუბლი
  • დეფიციტი - 253 677,0 ათასი რუბლი

2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებია:

  • შემოსავლები - 8 115 485,3 ათასი რუბლი
  • გასავალი - 8 348 430 ათასი რუბლი
  • დეფიციტი - 232 944,7 ათასი რუბლი

რესპუბლიკურ ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლები შეადგენს 3 368 855,6 ათასს რუბლს, რუსეთის ფინანსური დახმარება კი - 4 746 629,7 ათასს რუბლს (მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით გამოყოფილი ფინანსური დახმარება შეადგენს 3 264 629,7 ათასს რუბლს, საინვესტიციო პროგრამის განხორციელების მიზნებისთვის გამოყოფილი დახმარება - 1 500 000 ათასს რუბლს).

2020 წელს 97 მლნ რუბლი დაიხარჯება საექსპორტო კრედიტის კუთხით არსებული საგარეო ვალის ძირითადი თანხის ნაწილის დასაფარად. აღნიშნული კრედიტი რუსეთმა რკინიგზის ხაზების აღსადგენად გამოჰყო.

ბიუჯეტის კანონპროექტს მხარი დაუჭირა 24 დე ფაქტო დეპუტატმა, ხუთი კი - წინააღმდეგი იყო.

Go BackGo Back