ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მ.შ. რაშიდ ნურგალიევს ესაუბრა

2020 / 03 / 02

2020 წლის 2 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა ტელეფონით რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს ესაუბრა.

ნურგალიევი უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. საუბრის თემა აფხაზეთის არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატის, ასლან ბჟანიას მოულოდნელი ჰოსპიტალიზაციის საკითხი იყო. ბგანბამ რუსულ მხარეს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს და სამართალდამცავ ორგანოებს ბჟანიას ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული გარემოებების გარკვევაში დახმარება სთხოვა.

ბჟანია ოპოზიციის კანდიდატია და ვადამდელ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსები აქვს.  

Go BackGo Back